რობერტო მარტინესი
Aa
Aa

„ერთა ლიგისთვის მადლობას ელოდება?“ - დიდხანს მოუწევს ლოდინი

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა სანამ წასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა, ერთი რამ თქვა, რითაც ყველა, მათ შორის ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელები უზომოდ გააღიზიანა. მარტინესმა აღნიშნა, რომ ამაყობს იმ სამუშაოთი, რომელიც ლუზიტანების მესაჭის პოზიციაზე გასწია. სწორედ ამას მიუძღვნა წარსულში ცნობილმა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა რიკარდო კუარეჟმამ ვრცელი პოსტი, სადაც ყველაფერზე დეტალურად ისაუბრა.

რას ამბობს კუარეჟმა

მე ვერ ვხვდები და იქნებ თქვენ მიმახვედროთ, რით ამაყობს რობერტო მარტინესი? ბელგიის ეროვნულ გუნდში ფანტასტიურ თაობასთან იმუშავა და ვერაფერს მიაღწია. მოვიდა პორტუგალიის ნაკრებში, სადაც ასევე ფანტასტიური თაობა დახვდა და რა უნდა, ერთა ლიგის მოგების გამო ჩვენგან მადლობას ელოდება? დიდხანს მოუწევს ლოდინი.

ნიჭი, ან ხარისხი რომ არ გვქონოდა, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ მის განკარგულებაში გრანდიოზულად ნიჭიერი და გრანდიოზულად ხარისხიანი ფეხბურთელები იყვნენ და ამ შემთხვევაში წარუმატებლობა ვისი ბრალია? რა თქმა უნდა მთავარი მწვრთნელის.

არავინ არ უნდა გამოხატოს უპატივცემულობა მწვრთნელის მიმართ, მაგრამ მწვრთნელსაც შესაბამისი ხასიათი და ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს. თამაში ბევრჯერ წამიმართავს ისე, როგორც თავად მიმაჩნდა საჭიროდ და ამის გამო ბევრ მწვრთნელს მოვუკვეთივარ, მაგრამ მე ამას ვაკეთებდი იმის გამო, რომ ასე იყო საჭირო. ამით იცით რისი თქმა მინდა? ახლაც შეეძლოთ პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელებს ჩემსავით საკუთარ თავზე ბევრის აღება და ამის გამო მათ საყვედურს არავინ ეტყოდა, მაგრამ ყველა შებოჭილი იყო. ფეხბურთელი ვინ უნდა გახსნას? ისევ მწვრთნელთან მივდივართ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა და უკვე მომდევნო დიდ ტურნირზე, რომელიც ევროპის 2028 წლის ჩემპიონატი იქნება, ლუზიტანები მის გარეშე იქნებიან, რაც 2002 წლის შემდეგ არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლაუტარო: “მესისთვის ეს ბოლო მუნდიალია“
ლაუტარო: “მესისთვის ეს ბოლო მუნდიალია“