მერაბ დვალიშვილი, გეიბლ სტივსონი
Aa
Aa

„მერაბი უცხოპლანეტელია“ | გეიბლ სტივსონმა დვალიშვილზე ისაუბრა

გეიბლ სტივსონი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია და ფინალში, გენო პეტრიაშვილი დაამარცხა. სტივსონი იმ სპორტდარბაზში ვარჯიშობს, რომელშიც მერაბ დვალიშვილი შონ ომალისთან ჩხუბისთვის ემზადება და გეიბლი „მანქანის“ ენერგიით გაოგნებულია.

UFC 316 Embedded-ში, სტივსონმა დვალიშვილზე ისაუბრა და მერაბზე მოკლე კომენტარი გააკეთა: „ტელევიზორში ბევრჯერ მინახავს, მაგრამ პირადად პირველად შევხვდი. მერაბი არ იღლება და სუნთქვაც არ ურთულდება, როგორც ეს ნორმალურ ადამიანს უნდა მოუვიდეს.

დვალიშვილი ყველასგან განსხვავებულია და მგონი, უცხოპლანეტელია. ძალიან მაგარი მომენტია, როდესაც დომინაციას საკუთარი თვალებით უყურებ”.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და ომალის სატიტულო ჩხუბი 7 ივნისს (თბილისის დროით 8 ივნისს) აშშ-ის ქალაქ ნიუარკში გაიმართება და UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება. აქვე გეტყვით, რომ მერაბისთვის ეს ტიტულის მეორე დაცვა იქნება. პირველად „მანქანამ“ ჩემპიონის ქამარი იანვარში დაიცვა, როდესაც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ფეხბურთელების განადგურებაა“ - კუმანი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
„ეს ფეხბურთელების განადგურებაა“ - კუმანი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე