მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„თუ შუგამ საქმე პირველ ორ რაუნდში ვერ დაასრულა...“ - ჰენრი სეხუდოს პროგნოზი

UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონის, ჰენრი სეხუდოს აზრით, შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის რემატჩი „მანქანის“  უპირატესობით წარიმართება და ქართველი მებრძოლი მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგებს. ამის შესახებ სეხუდომ კამარუ უსმანთან ერთობლივ პოდკასტში ისაუბრა.

ჰენრი სეხუდო:

„მერაბის კარდიო სულ სხვა დონეზეა. დვალიშვილმა ბრძოლა ისევე უნდა წარმართოს, როგორც ეს პირველ ჯერზე გააკეთა - უბრალოდ მოერიდოს ომალის მარჯვენა ხელს და ფეხით პირდაპირ დარტყმას. თუმცა ეს შერეული ორთაბრძოლებია, და თუ ვინმე მკითხავს, აქვს თუ არა „შუგას“ შანსი? რა თქმა უნდა, აქვს! მას არ მოუწია სენდჰეგენთან ან ვინმე სხვასთან ჩხუბი, არამედ პირდაპირ სატიტულო ჩხუბი მიიღო.

თუ ომალის მოგება სურს, მან საქმე პირველ ორ რაუნდში უნდა დაასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერაბი იგრძნობს, რომ მას „შუგას“ დაგდება შეუძლია. ჩემი პროგნოზია: მერაბ დვალიშვილის გამარჯვება მსაჯთა გადაწყვეტილებით - 50:45“.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და ომალის სატიტულო ჩხუბი 7 ივნისს (თბილისის დროით 8 ივნისს) აშშ-ის ქალაქ ნიუარკში გაიმართება და UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.

აქვე გეტყვით, რომ მერაბისთვის ეს ტიტულის მეორე დაცვა იქნება. პირველად „მანქანამ“ ჩემპიონის ქამარი იანვარში დაიცვა, როდესაც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: ომალისთვის ეს ჩხუბი არის - ან ყველაფერი ან არაფერი
დვალიშვილი: ომალისთვის ეს ჩხუბი არის - ან ყველაფერი ან არაფერი