მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„სუპერ მსუბუქი წონის GOAT-ია“ | UFC-ის კომენტატორი მერაბზე

UFC-ის კომენტატორს, ჯონ ანიკს მიაჩნია, რომ მერაბ დვალიშვილი ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქწონოსანი მებრძოლია. ანიკმა ინტერვიუ MMA Junkie-ის მისცა და ახსნა, „მანქანა“ ნომერ პირველად რატომ მიაჩნია.

„ჩემი აზრით, მერაბი უკვე იმსახურებს იმას, რომ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ვუწოდოთ. ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც დომინიკ კრუზი ქორწილში ეყოლებოდა დაპატიჟებული. კრუზი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მაგრამ მერაბი განსაკუთრებულია.

როდესაც დვალიშვილის გამოსვლას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ თავისუფლად შეიძლება, ის UFC-ში მარცხის გარეშე იყოს. მერაბმა ფრენკი საენსთან წააგო, საკამათო გადაწყვეტილებით, შემდეგ კი უფრო საკამათო რამ მოხდა და რიკი სიმონთან დამარცხდა“.

ცნობისთვის, კრუზი ლეგენდარული მებრძოლია, რომელსაც ურაია ფეიბერი, დემეტრიუს ჯონსონი და ტიჯეი დილაშოუ ჰყავს დამარცხებული. კრუზმა საჩემპიონო ქამარი კოდი გარბრანდტთან წააგო, ბოლოს კი მარლონ „ჩიტო“ ვერასთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი: „კვარაცხელია ოქროს ბურთის ერთ-ერთი კანდიდატი უნდა იყოს“
სიომინი: „კვარაცხელია ოქროს ბურთის ერთ-ერთი კანდიდატი უნდა იყოს“