პირველად ისტორიაში - უშუისტების 25 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

პირველად ისტორიაში - უშუისტების 25 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

საბერძნეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს უშუისტთა ნაკრებმა ისტორიული შედეგით დაასრულა. ჩვენი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებმა კონტინენტის პირველობაზე 10 ოქროს, 8 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ბუნებრივია წარმოუდგენელი და უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ამ ტურნირზე 25 მედალი საქართველოს უშუს ისტორიაში არასოდეს მოუპოვებია.

ორ-ორი ოქროს მედალი საქართველოს უშუისტთა ნაკრებს მარიამ არზიანმა, მათე კორტხონჯიამ და ალექსანდრე კუჭავამ მოუტანეს, თითო-თითო ოქრო კი ნიკოლოზ ნუცუბიძის, მაკა გაბესკირიას, ნიკა ბაღიშვილისა და მარი ნოდიას ანგარიშზეა. რვა ვერცხლიდან ორი გვანცა ცქვიტარიამ დაისაკუთრა, თითოჯერ კი ვიცე-ჩემპიონობას მარიამ არზიანი, ნიკა ბაღიშვილი, ნინა ჩიხლაძე, გვანცა ქარჩავა, თორნიკე ნანიკაშვილი და დავით ნაზაროვი დასჯერდნენ.

რაც შეეხება ბრინჯაოს პრიზიორებს, სხვადასხვა დისციპლინაში მესამე საპრიზო ადგილი მარი ნოდიამ, დავით ნაზაროვმა, გიორგი ბარბაქაძემ, ვალერი გობეჯიშვილმა (2 ბრინჯაო) და ლუკა პაპავამ (2 ბრინჯაო) დაიკავეს. შეგახსენებთ, რომ უშუში რამდენიმე დისციპლინა და სახეობაა, რის გამოც ზოგიერთმა სპორტსმენმა რამდენიმე სინჯის მედალი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შვიდი მედალი ევროპის თასზე - ქართველი ძიუდოისტების წარმატება
შვიდი მედალი ევროპის თასზე - ქართველი ძიუდოისტების წარმატება