გამოსასყიდი 1 მილიარდი ევროა | იამალი ბარსელონაში 2031 წლამდე ითამაშებს
ლამინ იამალმა „ბარსელონასთან’’ კონტრაქტი ექვს წლამდე გაახანგრძლივა. 17 წლის გარემარბი ახალი ხელშეკრულების მიხედვით კატალონიურ კლუბში 2031 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. იამალმა კონტრაქტი დღეს გააფორმა. ხელმოწერისას მასთან ერთად „ბარსელონას’’ დირექტორი ჟოან ლაპორტა, კლუბის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტა და კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ იმყოფებოდნენ. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, იამალის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება. როგორც El Pais-ი იუწყება, გადასახადების გარეშე იამალის წლიურად ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს მიიღებს. იამალის შემოსავალი შესაძლოა წლიურად 15-20 მილიონი ევრო იყოს, რაც გუნდურ ტიტულებსა და ინდივიდუალურ ჯილდოებზეა დამოკიდებული.
2024 წლის ზაფხულში „ფურია როხასთან'' ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ კი წარმატებული სეზონი ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით ჩემპიონთა ლიგას, სადაც „ბარსელონა'' ნახევარფინალში „ინტერთან'' დამარცხდა. 2024-25 წლების სეზონში იამალმა „ბარსასთან'' ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერ თასი მოიგო.
იამალის დებიუტი „ბარსელონას’’ პირველ გუნდში 2023 წელს შედგა, „ბარსაში’’ 106 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 34 საგოლე პასი შეასრულა.