ფლიკი ტრანსფერზე თანახმაა - დეკუ რაშფორდის აგენტს შეხვდა
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერება, რომ ბარსელონას შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერება სურს. ერთ-ერთ კანდიდატად მარკუს რაშფორდი განიხილებოდა, რომელსაც ასტონ ვილაში იჯარა ამოეწურა და მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ბარსას სპორტული დირექტორი დეკუ ინგლისელი შემტევის აგენტს შეხვდა და ტრანსფერზე ისაუბრეს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის დადებითი საუბარი შედგა და ზაფხულში ბარსას პრიორიტეტი სწორედ მარკუსი იქნება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარკუსის გადაბირების მთავარი ინიციატორი ჰანსი ფლიკია, რომელსაც ინგლისელი ძალიან მოსწონს.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ლუის დიასიც დაუკავშირეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა კოლუმბიელი ფეხბურთელის ყიდვა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მარკუსის. აქედან გამომდინარე, ბლაუგრანა რაშფორდზეა კონცენტრირებული.
ცნობისთვის, 27 წლის ინგლისელი მანჩესტერ იუნაიტედის აღზრდილი გახლავთ. პირველ გუნდში კი 2015 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად, წითელი ეშმაკების მაისური 426-ჯერ მოირგო, 138 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა შეასრულა.
???? ????????????????????????????????: Barcelona director Deco met with Marcus Rashford’s agent this morning, according to Diario Sport ????
— 433 (@433) May 28, 2025
“He’s a player Flick and Deco really like,” says @MatteMoretto pic.twitter.com/N73ZOKeAEy