არსენალმა სუბიმენდის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია
მარტინ სუბიმენდი „არსენალში“ გადასვლამდე, სამედიცინო შემოწმებისთვის ემზადება.
BBC Sport-ის ცნობით, „სოსიედადის“ ნახევარმცველის ლონდონურ კლუბში გადასასვლელად საჭირო დოკუმენტები უკვე ხელმოწერილია და გარიგება ფინალურ ეტაპზეა.
ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერის გაფორმება წარმატებულ სამედიცინო შემოწმებაზეა დამოკიდებული, რის შემდეგაც „არსენალი“ მას ოფიციალურად წარადგენს.
სუბიმენდის გამოსასყიდის თანხა 51 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს და გავრცელებული ინფორმაციით, ყველა პირობა უკვე შეთანხმებულია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონზე, მარტინმა 48 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა. ის „მეთოფეების“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს.