ლამინ იამალი
Aa
Aa

„იამალი მესის ვერ შეედრება“ - ჩელსის და რეალის ყოფილი მოთამაშე ლამინზე

ლამინ იამალისთვის ინდივიდუალური თვალსაზრისით წლევანდელი სეზონი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “ბარსელონას” უტიტულოდ დარჩენის მიუხედავად, მას ბევრი საფეხბურთო ექსპერტი, თუ გულშემატკივარი “ოქროს ბურთის” მოგების მთავარ კანდიდატად მიიჩნევს. ბუნებრივია, არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ 17 წლის შემტევისთვის მსგავსი აღიარება ნაადრევი იქნება და წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოს მოგებას მასზე უფრო მეტად სხვა ფეხბურთელები იმსახურებენ. სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება “რეალისა” და “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი ჯერემი ნჯიტაპი, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა:

“იამალი ახალი მესი ნამდვილად არ არის. ლამინი მართლაც კარგი მოთამაშეა, რომელმაც 17 წლის ასაკში ფენომენალური შედეგები დააფიქსირა, მაგრამ რასაც მესიმ მიაღწია, ამას ვერავინ ვერასოდეს ვერ მიაღწევს. თითოეულ ადამიანსა თუ სპორტსმენს საკუთარი გზა აქვს და მათი ერთმანეთთან შედარება სრულ უაზრობად მიმაჩნია.

არც იმას ვთვლი, რომ იამალი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რადგან მოჰამედ სალაჰს, კილიან მბაპეს, უსმან დემბელესა და რაფინიას მასზე უკეთესი სეზონი ჰქონდათ. საერთო ჯამში წლევანდელი “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია საინტერესო სანახავი იქნება, რადგან გამარჯვებულს წინასწარ ვერავინ გამოიცნობს”.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა „ბარსას“ რიგებში ესპანეთის ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო და გარდა ამისა, ის პრიმერადივიზიონის საუკეთესო ასისტენტი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინალისიმა ჩაინიშნა - იამალი მესის წინააღმდეგ
ფინალისიმა ჩაინიშნა - იამალი მესის წინააღმდეგ