ბარსა მინიმუმ 103 მილიონს მიიღებს | როგორ გადაანაწილა ლა ლიგამ სატელევიზიო შემოსავალი
AS-ის ცნობით, ლა ლიგამ სატელევიზიო ტრანსლაციების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი, რაც 1,35 მილიარდ ევროს შეადგენს, კლუბებს გადაუნაწილა. ამ თანხის ნახევარი (50 პროცენტი) კლუბებზე თანაბრად გადანაწილდა, თითოეული კლუბი 33, 77 მილიონ ევროს მიიღებს.
რაც შეეხება დარჩენილ 50 პროცენტს, შემოსავლის 25 პროცენტი კლუბებმა სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით მიიღეს. ლა ლიგის გამარჯვებული „ბარსელონა“ ამ თანხის 17%-ს – 57.42 მილიონ ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი „რეალი“ 15%-ს – 50.66 მილიონი ევრო, ხოლო მესამეადგილოსან „ატლეტიკოს“ 13% - 43.91 მილიონი ევრო ერგება. ჩემპიონთა ლიგაზე გასულ კლუბებს, „ბარსელონას“, „რეალს“, „ატლეტიკოს“, „ბილბაოსა“ და „ვილიარეალს“ დამატებით 18.62 მილიონი ევრო თითო გადაეცემათ. „ბეტისმა“ და „სელტამ“ ევროპა ლიგაზე გასვლისთვის 4.31 მილიონი ევრო მიიღეს, ხოლო „რაიო ვალეკანომ“ კონფერენს ლიგაზე გასვლისთვის - 3.17 მილიონი ევრო. ეს თანხა გაიზრდება ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებებისა და ფრედ დასრულებული მატჩების შემთხვევაში, ასევე თითოეულ ფლეი-ოფში გამარჯვების შემთხვევაში. შედეგად, ლა ლიგის გამარჯვებული „ბარსელონა“ სატელევიზიო უფლებებიდან ჯამში მინიმუმ 109.8 მილიონ ევროს მიიღებს, „რეალი“ – მინიმუმ 103 მილიონ ევროს.
ლა ლიგის სატელევიზიო შემოსავლის დარჩენილი 25% ბილეთებისა და აბონემენტების გაყიდვების, მაყურებელთა რაოდენობისა და ტელეკომპანიებთან თანამშრომლობის მიხედვით გადანაწილდა.