ფერან ტორესი
Aa
Aa

ბარსელონამ ფერან ტორესის შესახებ პსჟ-ს შეთავაზება უარყო

„ბარსელონამ“ ფერან ტორესის ტრანსფერის შესახებ, პსჟ-ს პირველი წინადადება უარყო.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დღეს პარიზულმა კლუბმა 26 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ, „ბარსელონას“ 40 მილიონი ევრო შესთავაზა. კატალონიელებმა მოთამაშის ამ პირობებით გაშვებაზე უარი განაცხადეს და უფრო მაღალი თანხის მიღებას იმედოვნებენ.

„ბარსელონას“ წყაროები უარყოფენ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პსჟ-მ ფორვარდში 50 მილიონი ევრო შესთავაზა და მოლაპარაკებები დასრულებასთან ახლოსაა.

როგორც იწერება, „ბლაუგრანაში“ იციან, რომ ფერანი ფრანგებთან უკვე შეთანხმდა და ახალ გუნდში გადასვლა რაც შეიძლება სწრაფად სურს, თუმცა არ აპირებენ მიიღონ ტრანსფერის ისეთი პირობები, რომლებიც მათ მოლოდინებს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფერან ტორესმა ყველა ტურნირზე „ბარსელონას“ რიგებში გამართულ 33 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა, რითაც ლამინ იამალთან ერთად, კლუბის თანაბომბარდირი გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში კი ესპანეთის ნაკრებისთვის ტიტულის მომტანი ერთადერთი ბურთი სწორედ მის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ის ფანების პროტესტი იგეგმება - მიზეზი ცნობილია
პსჟ-ის ფანების პროტესტი იგეგმება - მიზეზი ცნობილია