ფერან ტორესი
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - ფერანი პარიზში გაემგზავრება

ფერან ტორესის სატრანსფერო ამბები დასასრულს უახლოვდება. მართალია, 26 წლის ფეხბურთელი ჯერჯერობით კუთვნილ შვებულებაშია და მის გამოჩენას კატალონიის დედაქალაქში მომავალ ოთხშაბათს ელიან, თუმცა შესაძლოა მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ესპანელი ფორვარდი ბარსელონაში აღარ ჩავიდეს და პირდაპირ პარიზში გაემგზავროს.

კატალონიური გამოცემების ცნობით, „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორები, დეკუ სოუზა და ლუიშ კამპუში საფრანგეთში უკვე შეხვდნენ და მათი მოლაპარაკებები ნაყოფიერი გამოდგა. დეკუს თავად ფერანმა აცნობა ტელეფონის საშუალებით, რომ „სენ-ჟერმენში“ გადასვლის სურვილი ჰქონდა, რის შემდეგაც მხარეებმა ყველაფრის მოგვარება გადაწყვიტეს. ვარაუდობენ, რომ პარიზელები კატალონიელებს 50 მილიონ ევროს გადაუხდიან და ამას შესაძლოა მცირე ბონუსებიც დაემატოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფერან ტორესმა ყველა ტურნირზე „ბარსელონას“ რიგებში გამართულ 33 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა, რითაც ლამინ იამალთან ერთად, კლუბის თანაბომბარდირი გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში კი ესპანეთის ნაკრებისთვის ტიტულის მომტანი ერთადერთი ბურთი სწორედ მის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანში, ან იუვენტუსში ველოდი“ - კარაგერი სალაჰით გაოცებულია
„მილანში, ან იუვენტუსში ველოდი“ - კარაგერი სალაჰით გაოცებულია