ქართველი ათლეტების 9 მედალი - კლასიკური წოლჭიმის მსოფლიოს ჩემპიონატი
ნორვეგიის ქალაქ დრამენში გამართული კლასიკური წოლჭიმის მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველი ათლეტებისთვის წარმატებული გამოდგა. პლანეტის პირველობაზე ასპარეზობა ჩვენი ქვეყნის ნაკრების წევრებმა ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და ღია ასაკობრივ კატეგორიაში საერთო ჯამში ცხრა მედლით დაასრულეს.
ყველაზე კარგი შედეგი ზურაბ ღვინიანიძემ (59 კგ) აჩვენა, რომელიც ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ანდრია მიქაუტაძე (53 კგ) და ალეკო სიდანოვი (66 კგ) კი, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. კადეტებს შორის 74 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში შესაბამისად, გოდერძი ქარცივაძე და თორნიკე მარტაშვილი (120 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ, ხოლო ნიკოლოზ მამულაძემ (+120 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ღია ასაკობრივ კატეგორიას, ჯაბა სეფიაშვილი (59 კგ) - ვერცხლის, ხოლო ცოტნე ბეჟაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ცნობისათვის, საერთო გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე პოზიციაზე დაიკავა, ხოლო ახალგაზრდული გუნდი პირველ ადგილზე გავიდა.