ალექსანდრე წივწივაძე
Aa
Aa

ნიჩბოსნების ორი მედალი - წივწივაძე ჩემპიონი გახდა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავში გამართული კანოე-კაიაკის საერთაშორისო ტურნირი ალექსანდრე წივწივაძის ტრიუმფით დასრულდა. 23-წლამდე ნიჩბოსნებს შორის შეჯიბრებაში ახალგაზრდა ქართველმა 1000-მეტრიანი დისტანცია 04:35 წამში დაფარა და საუკეთესო შედეგი აჩვენა. წივწივაძემ პრესტიჟულ ტურნირზე მედალი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოიპოვა, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში ტრავმის შემდგომ აღდგენით პროცესს გადიოდა და ოპტიმალურ ფორმაში შესვლა უჭირდა.

ალექსანდრეს გარდა, სლოვაკეთში წარმატებას მიაღწია მანანა პეტრიაშვილმა, რომელიც 18-წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა. 1000-მეტრიანი დისტანცია მან 05:19 წუთში დაფარა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. საერთო ჯამში ტურნირში მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ნიჩბოსანი მონაწილეობს.

ცნობისათვის, ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის 2-გზის გამარჯვებულია და მან პლანეტის პირველობა 2021 და 2022 წლებში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უცხოელებს მუდამ მადლობა და უარი - ქართული ნიჩბოსნობის ელჩს 31 წელი შეუსრულდა
უცხოელებს მუდამ მადლობა და უარი - ქართული ნიჩბოსნობის ელჩს 31 წელი შეუსრულდა