ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: წინ დიდებული კვირებია, გუნდში ძალიან კარგი სულისკვეთებაა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024-25 წლების სეზონის დასკვნით ტურში პსჟ „პარკ დე პრენსზე’’ „ოსერს’’ მიიღებს. მატჩის წინ პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენაცია გამართა.

ლუის ენრიკე: „ლიგა 1-ში ერთი მატჩი დაგვრჩა. ხვალ ვითამაშებთ და შემდეგ 2 ფინალია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე. ციკლის ფინალურ ეტაპზე ვართ. ხვალინდელი მატჩი ფინალებისთვის კარგად მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ.

მოთამაშეების მენტალიტეტი უმაღლეს დონეზეა. ეს ყოველ ვარჯიშზე შესამჩნევია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ძალიან კარგი განწყობა აქვს. როცა ორ ფინალს უახლოვდები, უკეთესი სულისკვეთება ვერ გექნება. წინ დიდი კვირებია, როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე ქომაგებისთვის და ყველასთვის’’.

 უსმან დემბელემ დასვენებისთვის მიცემული ვადა უფრო ადრე დაასრულა, ვიდრე მწვრთნელის მიერ იყო განსაზღვარული. ამასთან დაკავშირებით ენრიკემ თქვა: „როცა ფეხბურთელს დასვენების პერიოდს ვაძლევთ, ეს მაქსიმალური ვადაა, თუმცა თუ ფეხბურთელი დაბრუნებას მოისურვებს, მზად ვართ მივიღოთ მისი გადაწყვეტილება. ვცდილობთ, დავარეგულიროთ როგორც დასვენების, ასევე ფეხბურთიდან მოწყვეტის დრო. თუმცა ადამიანი ყველა სიტუაციას ეჩვევა’’.

ლუის ენრიკეს პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე არ უსაუბრია, ქართველმა ფეხბურთელმა დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო.

„ოსერთან’’ მატჩის შემდეგ პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს’’ დაუპირისპირდება (24 მაისი), შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - მილანის „ინტერს’’ (31 მაისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 აუცილებელი ცვლილება ნაკრებში! + უცნობი ტალანტი #1 | კონტრ-შეტევა
2 აუცილებელი ცვლილება ნაკრებში! + უცნობი ტალანტი #1 | კონტრ-შეტევა