„პატიოსანი და ღირსეული ბიჭია“ - ჩიმაევმა თოფურიაზე ილაპარაკა
UFC-ის ჩეჩენმა მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა ილია თოფურიაზე ილაპარაკა.
მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ქართველი Brave CF-ში გამოდიოდა, სადაც თვითონაც ასპარეზობდა.
„ის ტოპ მებრძოლი იყო Brave-ში, ისევე როგორც მე. ეტყობოდა, რომ შრომისმოყვარე იყო და უნდა რაღაცას მიაღწიოს ცხოვრებაში და მიაღწია კიდეც ყველა მწვერვალს, რასაც კი შეიძლება ამ სპორტში მიაღწიო. მე მას შევხვედრილვარ, ერთად გვიჭამია, გვილაპარაკია. ის პატიოსანი და ღირსეული ბიჭია“, - თქვა ჩიმაევმა.
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორი“ მალე სატიტულო ჩხუბს გამართავს. მისი და ჩარლზ ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.
რაც შეეხება ხამზატს, 30 წლის ჩიმაევის ანგარიშზე, 14 გამარჯვება და არც ერთი მარცხია. ბოლო ჩხუბი მან გასული წლის 26 ოქტომბერს, UFC 294-ზე გამართა და ავსტრალიელი რობერტ უიტეკერი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.