ოლიმპიური ჩემპიონი შარვალჩახდილი დააკავეს | რას ედავებიან ამერიკელ მოჭიდავეს
Aa
Aa

ოლიმპიური ჩემპიონი შარვალჩახდილი დააკავეს | რას ედავებიან ამერიკელ მოჭიდავეს

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლამბუსში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი (97 კგ), კაილ სნაიდერი დააკავეს - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სნაიდერს პროსტიტუციაში მონაწილეობას ედავებიან.

ESPN-ის ინფორმაციით, 29 წლის სპორტსმენი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ინტერნეტში, ერთ-ერთ ვებგვერდზე გაცნობილ ქალს სასტუმროს ნომერში შეხვდა. როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტში განთავსებული განცხადების უკან პოლიცია იდგა, ქალი კი, რომელსაც სნაიდერი შეხვდა და ფული გადაუხადა, პოლიციის თანამშრომელი იყო.

სნაიდერთან ერთად რეიდის ფარგლებში კიდევ 15 კაცი დააკავეს. ერთ-ერთი პოლიციელის სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებენ სასტუმროს ნომერში შარვალჩახდილ ოლიმპიურ ჩემპიონს.

ცნობისთვის, სნაიდერი 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში სნაიდერი რუს აბდულრაშიდ სადულაევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ირანელ მეტოქესთან დათმო.

აქვე გეტყვით, რომ ოჰაიოს შტატში პროსტიტუციაში მონაწილეობა მსუბუქ დანაშაულად ითვლება და სასჯელის სახით მაქსიმუმ 180-დღიან პატიმრობას ან 1000 დოლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - იაკობ ქაჯაია 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
ოფიციალურად - იაკობ ქაჯაია 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა