ფაბიო კაპელო
Aa
Aa

ფავორიტები და მისი სიმპათიები - კაპელოს სამუნდიალო პროგნოზები

2026 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ბუნებრივია, სპორტის ნომერ პირველი სახეობის გულშემატკივრები დიდ საფეხბურთო ზეიმს მოუთმენლად ელოდებიან. უკანასკნელი სამი მუნდიალია ფაბიო კაპელო პროგნოზების გაკეთებისას ძალაუნებურად ობიექტურია, რადგან მისი მშობლიური იტალიის ნაკრები ფინალურ ეტაპზე მოხვედრას ვერ ახერხებს. შესაბამისად, ქომაგებისთვის ლეგენდარული მწვრთნელის შეფასებები და მოსაზრებები ორმაგად საინტერესო უნდა იყოს.

ფაბიო კაპელო

მთავარ ფავორიტებად საფრანგეთსა და ესპანეთს მივიჩნევ, რადგან მათ ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელები ჰყავთ. მაინტრიგებს როგორ ითამაშებს ტომას ტუხელის მომზადებული ინგლისი. გერმანიამ ბოლო პერიოდში პოზიციები დათმო, მაგრამ ალემანების ასპარეზობაც უზომოდ მაინტერესებს. თუმცა, პირადად მე აუცილებლად კარლო ანჩელოტის ბრაზილიას ვუგულშემატკივრებ. ამ ადამიანმა სადაც იმუშავა საკუთარი კვალი ყველგან დატოვა და გამონაკლისი არც სელესაო იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელოს მწვრთნელის ამპლუაში მხოლოდ ერთ მუნდიალზე აქვს მონაწილეობა მიღებული - 2010 წლის მსოფლიოს პირველობაზე მისმა მომზადებულმა ინგლისის ნაკრებმა ასპარეზობა მერვედფინალში გერმანელებთან (1:4) განცდილი მარცხის შემდეგ დაასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გასახდელში ალკოჰოლის სუნი იდგა“ - კაპელომ რონალდოსთან მუშაობა გაიხსენა
“გასახდელში ალკოჰოლის სუნი იდგა“ - კაპელომ რონალდოსთან მუშაობა გაიხსენა