“მშობლების მკლავებში ვტიროდი“ - ესტევაოს ემოციური აღიარება
ლონდონის ჩელსის ვარსკვლავმა ესტევაო ვილიანმა პირველად ისაუბრა იმ მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე, რომელშიც ახლა იმყოფება. ბრაზილიელი ტალანტი ტრავმის გამო 2026 წლის მუნდიალს გამოტოვებს.
„მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ოცნების ახდენაა. მით უმეტეს ჩემთვის, რადგან მთელი საკვალიფიკაციო პროცესის ნაწილი ვიყავი. ეს ჩემს გულში უდიდესი სევდის მომენტი იყო.
არ ვხუმრობ, იმდენი ვიტირე დედისა და მამის მკლავებში. სწორედ ასეთ დროს გჭირდება ადამიანები, რომლებიც გიყვარს და მათი ძალიან მადლობელი ვარ,“ — განაცხადა მან ESPN-თან.
„იმ დღეს, როცა პასუხი უნდა მიეღო, ექიმმა სამჯერ დამირეკა. ბოლოს რომ დავურეკე, მითხრა: „მშობლებიც მოიყვანე, მათთანაც გვინდა საუბარიო.“
მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც უფრო სერიოზული ხდებოდა. ჩვეულებრივი ამბავი რომ ყოფილიყო, პირდაპირ მეტყოდნენ.“
შემდგომმა დიაგნოზმა მისი შიშები დაადასტურა..
„ყველაზე რთული მომენტი იყო, როცა მითხრეს, რომ მეოთხე ხარისხის ტრავმა მქონდა. არც კი ვიცოდი, ასეთი ხარისხი თუ არსებობდა. შოკში ვიყავი.
სამწუხაროდ, ეს მოხდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ახლა მთავარი სწორად აღდგენა და მკურნალობაა, რათა რაც შეიძლება მალე დავბრუნდე.“
შეგახსენებთ, რომ ესტევაომ ტრავმა მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩში მიიღო. მან ბარძაყის უკანა კუნთი მთლიანად გაიწყვიტა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დაზიანებად ითვლება.