“მინდა იქ ვიყო, სადაც საჭირო ვიქნები“ - სილვამ მომავალზე ისაუბრა
როგორც მოგეხსენებათ, ბერნარდუ სილვას მანჩესტერული კარიერა დასრულდა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ქალაქელები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ბერნარდუ კარიერას. მას ძირითადად ბარსელონას უკავშირებენ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, სილვამ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა სილვამ?
„გადაწვეტილება ჯერ არ მიმიღია. მინდა ისეთ კლუბში ვიყო, რომელსაც ჩემი დამატება ნამდვილად სურს. მინდა იქ ვიყო, სადაც საჭირო ვიქნები და სათამაშო დროის პრობლემა არ მექნება.“
შეგახსენებთ, რომ ბერნარდუ სილვა მანჩესტერ სიტის 2017 წელს მონაკოდან შეუერთდა.
2017 წლიდან, 2026 წლის ჩათვლით, 31 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 460 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 76 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა შეასრულა.