ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

ევროპაში თამაში სურს | ლუკა გაგნიძე რუსულ მედიას ესაუბრა

მოსკოვის „დინამოდან’’ „კრილია სოვეტოვში’’ განათხოვრებულმა ლუკა გაგნიძემ Match Premier Channel-თან საუბარში განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს.

ლუკა გაგნიძე: „ვფიქრობ, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასარგებლოა, რომ ევროპაში მოსინჯოს ძალები. იქ ძალიან ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ. პირადად მე ყველაზე მეტად ესპანეთის, ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატები მომწონს, ეს ტოპ-ლიგებია!’’.

ლუკა გაგნიძის თქმით, მსაჯების მოედანზე ინგლისურ ენაზე ესაუბრება, თუმცა რუსული საფეხბურთო ტერმინები კარგად იცის.

„როდესაც რუსეთში ჩამოვედი, უცხოელებთან უფრო ინგლისურად ვსაუბრობდი, მაგრამ ახლა რუსულის გაუმჯობესებასაც ვცდილობ. ჩემი მშობლები კარგად ფლობენ თქვენს ენას, მაგრამ მე ჯერ მაინც ძალიან მორცხვი ვარ, განსაკუთრებით მაშინ როცა რუსულ ენაზე კამერის წინ ვსაუბრობ, თუმცა რა თქმა უნდა ყველა საფეხბურთო ტერმინი კარგად მესმის. რუსული ენა რთული არ არის და ამიტომაც მთავარ მწვრთნელთან "კრილია სოვეტოვში" რუსულად ვსაუბრობ. თამაშის დროს კი უფრო ინგლისურს ვიყენებ მიუხედავად იმისა, რომ მსაჯებს ალბათ ჰგონიათ, რომ უკვე კარგად ვიცი რუსული, მაგრამ თუ მათ რამე უნდა ვუთხრა, ინგლისურად ვეუბნები და ისინი უკვე როგორც შეუძლიათ ისე მიპასუხებენ’’.

აპრილის მიწურულს ლუკას შესახებ „კრილია სოვეტოვის'' გენერალური დირექტორის მოადგილემ, რუსლან პიმენოვმა ისაუბრა. მისი აზრით, ლუკას სიხისტე აკლია.

პიმენოვი: „ამაზე მეც ვღელავ. უფრო კაცური ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ორთაბრძოლებს, სიხისტესა და დაცვაში თამაშს ვგულისხმობ. ბურთით კარგია, მაგრამ ბრძოლასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს’’.

22 წლის ფეხბურთელმა „კრილია სოვეტოვში’’ 7 მატჩი ჩაატარა, შვიდივე შეხვედრაში სკამზე იჯდა და 20 წუთზე მეტი მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა.

ზაფხულში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ლუკა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და მისი კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ლუკას კარიერისთვის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი გარდამტეხი აღმოჩნდეს და რუსეთში დაკარგული წლების შემდეგ თავი ევროპულ კლუბებს მოაწონოს.

ფოტოზე ლუკა მოსკოვის „დინამო'' მაისურშია, „კრილია სოვეტოვშიც'' იდენტური პრობლემა აქვს, ნაკლებად ენდობიან და მინდორზე მცირე დროს ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 აუცილებელი ცვლილება ნაკრებში! + უცნობი ტალანტი #1 | კონტრ-შეტევა
2 აუცილებელი ცვლილება ნაკრებში! + უცნობი ტალანტი #1 | კონტრ-შეტევა