ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ, ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

გასულ სეზონში მიღწეული ტრიუმფის შემდეგ, კიტეიშვილი 2024-25 წლების სეზონსაც უმაღლეს დონეზე ატარებს და გუნდის ლიდერია. „კიტემ“ ჯილდოს მიღების შემდეგ, პრესასთან მოკლე კომენტარიც გააკეთა.

„ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს ასახავს იმ ძლიერ გუნდურ შესრულებას, რაც ამ სეზონში ვაჩვენეთ. ჩემი თანაგუნდელების და სამწვრთნელო შტაბის ნდობის გარეშე, ასეთი ინდივიდუალური წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. მე ასევე ამ ჯილდოს აღვიქვამ ჩვენი კოლექტიური განვითარების აღიარებად, რომელიც ამ სეზონში გვაქვს და ის ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი დიდი მიზანია ბოლო ორ ტურში გავიმარჯვოთ და დასახულ მიზანს მივაღწიოთ“.

კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 30 მატჩში 12 გოლის გატანა შეძლო. ეს მისი პირადი კარიერული რეკორდია.

აქვე გეტყვით, რომ „შტურმს“ 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. გრაცელები „აუსტრიასა“ და „ვოლფსბერგერს“ 6-6 ქულიუთ უსწრებენ, თუმცა მათ ერთით ნაკლები თამაში აქვთ გამართული. კიტეიშვილის გუნდი დარჩენილ ორ ტურში, ჯერ სტუმრად „რაპიდს“ (18 მაისი) დაუპირისპირდება, შემდეგ კი შინ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერს“ (24 მაისი) უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნებოდა“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარას მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნებოდა“ - იტალიელი ჟურნალისტი