„ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ“ - მიქაუტაძე ჭორებზე და ლიონში გეგმებზე
საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან მის ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მიზანი „ლიონის“ ისტორიაში ჩაწერაა.
რას ამბობს მიქაუტაძე:
„მინდა კლუბში ისტორია შევქმნა. ბევრი გოლის გატანა მინდა. რამდენიმე უკვე გავიტანე და კიდევ გავიტან. ჩემს ტრანსფერთან გავრცელებულ ჭორებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ“.
ცნობისთვის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ გიორგი მიქაუტაძის დამატებით „გალათასარაი“ აქტიურად იყო დაინტერესებული და „ლიონს“ რამდენიმე შეთავაზებაც გაუკეთა, თუმცა გარიგება საბოლოოდ არ განხორციელდა. რამდენიმე დღის წინ კი დაიწერა, რომ „ბომბარდირის“ შეძენით ტურინის „იუვენტუსიც“ ინტერესდება და შესაძლოა, „ბიანკონერიმ“ ქართველი შემტევის დამატება მოახლოებულ ზაფხულის ფანჯარაზე სცადოს.
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.