ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

„როდესაც სიტუაცია იძაბება, იქ ყოველთვის კიტეიშვილი ჩნდება“ - Kicker

გავლენიანი გამოცემა Kicker-ის ავსტრიული ბიურო ადგილობრივი ჩემპიონატის ბოლო ტურში, ოთარ კიტეიშვილის, „ლინცის“ წინააღმდეგ ოთარ კიტეიშვილის თამაშზე წერს და ქართველ ნახევარმცველს „შტურმის“ საკვანძო ფიგურად ასახელებს.

ცნობისთვის, ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ ტურში კიტეიშვილმა „ლინცის“ წინააღმდეგ გაიტანა და მისმა გუნდმა მატჩი 1:0 მოიგო, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

რას წერს Kicker-ი კიტეიშვილზე:

„შტურმის“ გულშემატკივრებს ნამდვილად შეუძლიათ ამ მოსაზრებას დაეყრდნონ: როდესაც სიტუაცია იძაბება, იქ ყოველთვის ჩნდება ოთარ კიტეიშვილი, რომელიც „ლინცის“ წინააღმდეგ გადამწყვეტი გოლით თავის გუნდს სატიტულო შანსებს უნარჩუნებს“.

„ლინცის“ წინააღმდეგ, კიტეიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - 1 გოლი, 38-დან 34 ზუსტი პასი (84%), 5 საკვანძო პასი, 3-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 6 პოზიციური დუელიდან 2 მოიგო, სახიფათო სიტუაცია ორჯერ განმუხტა, 1 ართმევა, კარისკენ 3 დარტყმა, 1 ზუსტი, რომელიც გოლით დასრულდა, 1 არაზუსტი, ერთიც კი დაუბლოკეს.

29 ტურის შემდეგ „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში 36 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 მაისს, საკუთარ მოედანზე „ზალცბურგის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შტურმმა კიტეიშვილის გოლით მოიგო - ქართველი საუკეთესო სეზონს ატარებს
შტურმმა კიტეიშვილის გოლით მოიგო - ქართველი საუკეთესო სეზონს ატარებს