ჯაბა ტყეშელაშვილი
Aa
Aa

მეორე ჩემპიონი და რეკორდი - ტყეშელაშვილის ორი ოქრო

პერუში მიმდინარე მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. ამჯერად ფენომენალურად ფიცარნაგზე ჯაბა ტყეშელაშვილი გამოვიდა, რომელიც 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ცდიდა ძალებს, სამი მედლის მოპოვების გარდა, პირადი რეკორდიც გააუმჯობესა.

ტყეშელაშვილმა სამიდან ორ დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - აკვრაში მან 192, ხოლო ორჭიდის ჯამში 337 კილოგრამი დააფიქსირა, რითაც მან თავისივე დამყარებული საქართველოს რეკორდი ორივე დისციპლინაში 10-10 კილოთი გააუმჯობესა. რაც შეეხება მის ასპარეზობას ატაცში, ორი ცდიდან პირველზე 142, ხოლო მეორეზე 145 კილოგრამი აწია.

დღეს, ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე კიდევ ორი სპორტსმენი გავა - მარიამ მურღვლიანის ასპარეზობა თბილისის დროით 18:30 წუთზე, ხოლო ირაკლი ვეკუასი 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები - ძალოსნობის ფედერაციას ლაშა ტალახაძე უხელმძღვანელებს
ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები - ძალოსნობის ფედერაციას ლაშა ტალახაძე უხელმძღვანელებს