გოგა ჯაჯვანი
Aa
Aa

ძალოსნების პირველი ოქრო - ჯაჯვანი მსოფლიო ჩემპიონია

პერუში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. გოგა ჯაჯვანმა, რომელიც 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა სამი დისციპლინიდან ორში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ჯაჯვანმა საუკეთესო შედეგები აკვრასა და ორჭიდის ჯამში აჩვენა, სადაც შესაბამისად, 198 და 360 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო ატაცში დაძლეული 162 კილოგრამით მესამე ადგილზე გავიდა.

გუშინ ფიცარნაგზე კიდევ ორი ქართველი გავიდა, რომელთაგან მედლის მოპოვება მხოლოდ ერთმა შეძლო - ნანა ხორავამ (76 კგ) ატაცის დისციპლინაში დაძლეული 103 კილოგრამით საპრიზო მესამე ადგილი დაისაკუთრა. გერვასი თაბაგარი კი, რომელიც 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მედლის გარეშე დარჩა.

შეჯიბრების ბოლოსწინა დღეს საქართველოს სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ორი სპორტსმენი გამოვა - 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლების მოპოვებას საბა ჩიხლაძე და ჯაბა ტყეშელაშვილი შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურმანიძის ბრინჯაო - ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი 9 მედლით დაასრულეს
თურმანიძის ბრინჯაო - ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი 9 მედლით დაასრულეს