გიგა ოდიკაძე
Aa
Aa

ქართველმა ძალოსნებმა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

პერუში მიმდინარე 17 და 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ორი წევრი გამოვიდა და მედლის მოპოვება ორივემ შეძლო.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს პირველი მედალი დიმიტრი აბრალავამ მოუტანა, ძალოსანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

20-წლამდელთა შორის გიგა ოდიკაძემ იყოჩაღა. ძალოსანმა ატაცისა და ორჭიდის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

დღეს 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ლევან ოჩიგავა (81 კგ.) იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დავითაძის სამი ვერცხლის მედალი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე
დავითაძის სამი ვერცხლის მედალი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე