ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მესის შედევრი - ინტერ მაიამიმ ნიუ-იორკს მოუგო

MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამიმ ნიუ-იორკ რედ ბულსს უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. აღნიშნულ დაპირისპირებაში თავისი გოლები ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა გაიტანეს.

განსაკუთრებით გამოსარჩევი არის არგენტინელი სუპერვარსკვლავის გოლი, რომელიც საკმაოდ ეფექტური გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, დევიდ ბექჰემის გუნდს აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს. ლიდერ კოლუმბუსს 3 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება მესის, 8 ოქროს ბურთის მფლობელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად მე-13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მე-8 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები