გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინი ყველაზე შედეგიანი იყო - ლაგუნა ტენერიფე უნიკახასთან დამარცხდა

გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ლიგა ენდესას XXXI ტურში „ლაგუნა ტენერიფე“ საკუთარ დარბაზში 36 წლის ქართველი კალათბურთელის ყოფილ გუნდთან, „უნიკახასთან“ 13-ქულიანი სხვაობით, 78:91 დამარცხდა, შერმადინი კი ორივე კლუბის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

კანარის კუნძულების გუნდის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 30 წუთში 23 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. შერმადინმა ცამეტიდან რვა ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმოს ხაზიდან 100-პროცენტიანი (შვიდიდან შვიდი) სიზუსტით ისროლა. რვა მოხსნიდან ექვსი გიორგიმ თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

23 მოგებითა და 7 მარცხით „ლაგუნა ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები 4 მაისს, სტუმრად „ჟირონასთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 14 ქულა - ვირტუსის მორიგი გამარჯვება
შენგელიას 14 ქულა - ვირტუსის მორიგი გამარჯვება