გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 8 ქულა და ჩატენვა | ორლანდომ ბითაძის გარეშე მოიგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. გამთენიისას, ტექსასელები „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ დაუპირისპირდნენ და 117:122 დამარცხდნენ.

მამუკელაშვილმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და „მამუს“ 23 წუთი და 21 წამი დაუთმეს. ამ დროში, სანდრომ 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და ეფექტური ჩატენვაც შემოგვთავაზა, მის პასივში 2 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ჯარიმა იყო.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. ფლორიდელები მეშვიდე ადგილისთვის იბრძვიან და ერთ-ერთი კონკურენტი, „ატლანტა ჰოუქსი“ საკუთარ კედლებში 119:112 დაამარცხეს. გოგამ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა და სათამაშო დრო არ მიუღია.

      გეტყვით, რომ „სან ანტონიოს“ 32 მოგება და 47 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. „სპურსი“ მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართავს. ბითაძის „ორლანდოს“ ანგარიშზე 39 მოგება და 40 მარცხია. „მეჯიქის“ მომდევნო გაჩერება „ბოსტონ სელტიქსია“.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      ანალიზი: როგორ თამაშობს ემერის ასტონ ვილა? იქნება გოლების წვიმა?
      ანალიზი: როგორ თამაშობს ემერის ასტონ ვილა? იქნება გოლების წვიმა?