იამალი პოპულარობაზე: ნორმალური ცხოვრება აღარ მაქვს
ლამინ იამალმა ილაპარაკა, თუ როგორ შეცვალა მისი ცხოვრებს პოპულარობამ.
„ბარსელონას“ 17 წლის თავდამსხმელის თქმით, ცნობადობას როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარეები აქვს.
„ყველაფერი შეიცვალა. სადაც არ უნდა წავიდე და ვისაც არ უნდა შევხვდე, ვხვდები ყველამ იცის, ვინ ვარ. ადრე შემეძლო თავისუფლად მეფრინა თვითმფრინავთ, ახლა კი ეს რთულია. ამით შეიძლება იამაყო, თუმცა ამავდროულად ეს რთულიცაა, რადგან ნორმალური ცხოვრება აღარ მაქვს. არ შემიძლია ძმასთან ერთად სასეირნოდ წავიდე ან დედასთან ერთად, რამე დავლიო“, - ამბობს იამალი.
შეგახსენებთ, რომ ლამინი „ბარსელონას“ გაზრდილი გახლავთ, პირველ გუნდში დებიუტი კი 2023 წელს ჰქონდა.
მიმდინე სეზონში იამალმა 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 16 ასისტი მიითვალა.