ალბანეთი VS საქართველო - სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა
როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხანში საქართველო სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა გამოაცხადა.
მამარდაშვილი, კაშია, დვალი, კაკაბაძე, გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველომ ჩეხეთს უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.
თავის მხრივ, ალბანეთმა უკრაინას 2:1 მოუგო და ორივე ნაკრებს 3-3 ქულა აქვთ, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ჯგუფში პირველ ადგილზე ჯვაროსნები იკავებენ.
ცნობისთვის, ალბანეთისა და საქართველოს დაპირისპირება დღეს, 22:45-დან დაიწყება.