გიორგი მამარდაშვილი, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„კონტეს ერთი ოცნება აქვს - გიორგი მამარდაშვილი“ - იტალიელი ჟურნალისტი

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტ, ჯერარდო ფასანო სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს გუნდში საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადაყვანა სურს.

რას წერს ფასანო:

ჩვენ ვთქვით, რომ კეპა იმ პროფილის მეკარეა, რომელსაც „ნაპოლი“ ყურადღებით აკვირდება და შესაძლოა, ესპანელი მეკარე იმ ოპერაციის ნაწილიც გახდეს, რომელიც ნეაპოლამდე ლუკაკუს და „ჩელსიმდე“ ოსიმენს მიიყვანს. მაგრამ მე ვიცი, რომ ანტონიო კონტეს ერთადერთი ოცნება აქვს: ეს გიორგი მამარდაშვილია, ვალენსიისა და საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი. კონტეს ძალიან უნდა მისი თავის გუნდში ხილვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ევროპულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით ინგლისური გრანდი, „ლივერპული“ არის დაინტერესებული და მერსისაიდელები „ვალენსიას“ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებსაც მართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რას ცვლის კვარასთვის ნერეშის ნაპოლიში ტრანსფერი?
რას ცვლის კვარასთვის ნერეშის ნაპოლიში ტრანსფერი?