მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა - საქართველო მთლიანად დაკომპლექტდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მომზადებას აგრძელებს. დღევანდელ დრემდე „ჯვაროსნები“ არასრული შემადგენლობით იყვნენ.
დღეს კი ვილი სანიოლის გუნდს საფრანგეთიდან გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. საქართველოს ნაკრები 6 ივნისიდან სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.
ცნობისთვის, 9 ივნისს „ჯვაროსნები“ ამხანაგურ მატჩს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავენ, შემდეგ კი გერმანიაში გაფრინდებიან.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე(მეცი, საფრანგეთი.)