რაფაელ ნადალი
Aa
Aa

თიხის მეფე ბრუნდება | ნადალი როლან გაროსზე ითამაშებს

რაფაელ ნადალი „როლან გაროსის“ წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ესპანური გამოცემის, AS-ის ინფორმაციით, „ელ მატადორმა“ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და „თიხის მეფეს“ პარიზში გასამართ ტურნირზე ვიხილავთ.

რომის მასტერსზე წაგებული მატჩის შემდეგ, ნადალი ესპანეთში დაბრუნდა და უახლოეს დღეებში, საკუთარ აკადემიაში იმუშავებს. მომდევნო კვირაში, რაფა პარიზში გაემგზავრება, რათა თიხის საფარზე ივარჯიშოს და დიდი სლემის გათამაშებას მზადყოფნაში შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ნადალს „როლან გაროსი“ 14-ჯერ აქვს მოგებული და 2023 წლის ტურნირში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო. „ელ მატადორმა“ პარიზის კორტებზე საერთო ჯამში 115 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა. ორჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩთან, ერთხელ კი რობინ სოდერლინგთან.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში რაფამ 11 ოფიციალური შეხვედრა გამართა, რომლებიდანაც 7 მოიგო. ნადალი ბრისბენში ჯორდან ტომპსონთან დამარცხდა, ბარსელონაში - ალექს დე მინაურთან, მადრიდში - ირჟი ლეჰეჩკასთან, რომში კი ჰუბერტ ჰურკაჩთან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონტე ნაპოლისთან ერთ ნაბიჯშია | ახალი პროექტი, კვარა და ორი ტრანსფერი
კონტე ნაპოლისთან ერთ ნაბიჯშია | ახალი პროექტი, კვარა და ორი ტრანსფერი