ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

კონტე ნაპოლისთან ერთ ნაბიჯშია | ახალი პროექტი, კვარა და ორი ტრანსფერი

ავტორიტეტული იტალიური გამოცემების ინფორმაციით, „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება. La Repubblica-ს ცნობით, გუშინ, კონტესა და „პარტენოპეის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შორის შეხვედრა გაიმართა და მხარეები საბოლოო შეთანხმების დადებასთან ძალიან ახლოს არიან.

La Repubblica-ს მიხედვით, კონტე „ნაპოლის“ კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს და მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსები დაემატება. კონტესა და დე ლაურენტისს ერთადერთი საკითხი დარჩათ შესათანხმებელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება.

Il Mattino-ს ინფორმაციით, „პარტენოპეის“ პირველმა პირმა და იტალიელმა სპეციალისტმა „ნაპოლის“ საფეხბურთო პროექტსა და სატრანსფერო გეგმებზეც ისაუბრეს. ნეაპოლური გამოცემის მიხედვით, „პარტენოპეის“ ახალი ციკლის საწყისი წერტილი ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდა იყოს. სატრანსფერო გეგმებს რაც შეეხება, კონტეს ორი ფეხბურთელის გადაბირება უნდა: ალბერტ გუდმუნდსონი და ლუის ალბერტო.

La Repubblica-ს თუ დავუჯერებთ, მოსალოდნელია, რომ „ნაპოლიში“ იტალიელი სპეციალისტის დანიშვნა ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება. კონტეს სერია A-ში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და „იუვენტუსთან“ ერთად „სკუდეტო“ დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? | მსურველი კლუბების სია იზრდება
მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? | მსურველი კლუბების სია იზრდება