ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას ფაქტორი - ნეაპოლში ქართულ ფილმ ფეოლას უჩვენებენ

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნეაპოლში Multicinema Modernissimo-ში ბაადურ წულაძის რეჟისორობით გადაღებული ფილმს, „ფეოლას’’ უჩვენებენ, რომლის მთავარი გმირი ლეგენდარული ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩიაა.

ჟურნალისტი ნინა მამუკაძე, რომელიც 12 წელია იტალიაში ცხოვრობს, Corriere dello Sport-თან საუბარში აღნიშნავს: „როცა იტალიელებმა კითხვები არამარტო კვარაზე, არამედ ზოგადად საქართველოზე დამისვეს, გადავწყვიტე რომ ჩვენი კინემატოგრაფია და ისტორია მათთვის ფეხბურთის საშუალებით გამეცნო. „ფეოლა’’ უნივერსალური ფილმია, რომელიც ბევრ თემას მოიცავს. ქართველებს ეს ფილმი ძალიან უყვართ და ამ ფილმში გაჟღერებულ ფრაზებს დღემდე იყენებენ. ყველა დაინახავს, როგორ შეიძლება გახდე ჩემპიონი არაფრიდან. ზუსტად ისე, როგორც კვარა’’.

„ფეოლა’’ 1970 წელს რეჟისრომა ბაადურ წულაძემ გადაიღო, სცენარზე რეზო გაბრიაძემ და გიორგი ჩარკვიანმა იმუშავეს, კომპოზიტორი გია ყანჩელია, მხატვარი - გიორგი-ალექსი მესხიშვილი.

ფილმი იტალიურ ენაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ითარგმნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები