გურამ თუშიშვილი, ილია სულამანიძე
Aa
Aa

ძიუდო: სულამანიძე და თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არიან

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, დღეს ქართულ დელეგაციას 2 ოქროს მედლის მოპოვების შანსი ექნება.

100+ კგ კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ბაშაევი დაამარცხა და ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ინალ ტასოევს დაუპირისპირდება, რომელიც ასევე ნეიტრალური დროშით ასპარეზობს.

მეორე ფინალისტი გვყავს 100 კგ-ში, სადაც ილია სულამანიძემ ნახევარფინალში ხორვატი კუმრიჩი დაამარცხა და ფინალში ან აზერბაიჯანელი კოცოევის ბარიერის დაძლევა მოუწევს ან ნეიტრალური დროშის ქვეშ მყოფი კანიკოვსკის.

90 კგ-ში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელები ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იპონი და გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ეთერ ლიპარტელიანის ბრინჯაო
იპონი და გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ეთერ ლიპარტელიანის ბრინჯაო