ილია თოფურია, შონ ომალი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი ომალის განცხადებას გამოეხმაურა | „ილიასთან ჩხუბი თუ გინდა...“

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი შონ ომალის გამარჯვებას გამოეხმაურა. „შუგამ“ მარლონ „ჩიტო“ ვერა დაამარცხა და ილია თოფურია გამოიწვია, რაზეც „ვოლკმა Youtube-ის საკუთარ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.

„შონ ომალიმ თოფურია გამოიწვია. თუ ოქტაგონზე მალე დაბრუნდები და უახლოეს პერიოდში იჩხუბებ, შეგიძლია, ეს ბრძოლა გქონდეს. დასვენებას ვაპირებ და ილიასთან მოგვიანებით ვიჩხუბებ. ჩემი მომდევნო ბრძოლა ტიტულისთვის იქნება და თუ მოასწრებ და ილიასთან ჩხუბს მანამდე ჩაატევ, პრობლემა არაა. პატარა ფანჯარა გაქვს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა UFC 298-ზე გაიმართა და ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში, ნოკაუტით გაიმარჯვა. ჩემპიონის ქამრის მოპოვების შემდეგ, თოფურიამ რამდენიმე მებრძოლი გამოიწვია და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონთან, ისლამ მახაჩევთან ჩხუბის სურვილი გამოხატა.

ომალის რაც შეეხება, მან „ჩიტო“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ჩხუბის შემდეგ, „შუგამ“ თოფურია გამოიწვია, თუმცა, ასევე განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის დასამარცხებლადაც მზადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი საფრთხე ბარსელონასთვის“ | კაპელო ხვიჩასა და ნაპოლი-ბარსაზე
„მთავარი საფრთხე ბარსელონასთვის“ | კაპელო ხვიჩასა და ნაპოლი-ბარსაზე