ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ოქტაგონზე არ მოძრაობს“ | თოფურია ვარაუდობს, რომ ოლივეირას პირველ რაუნდში დაანოკაუტებს

ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან გასამართ საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ საკუთარი პროგნოზი შემოგვთავაზა და განაცხადა, რომ „დუ ბრონქსს“ მის წინააღმდეგ შანსი უბრალოდ არ აქვს.

„ჩარლზი შესანიშნავი მებრძოლი. შეგვიძლია, ვთქვათ, ლეგენდარულ მოქმედ მებრძოლებს შორისაა. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ მისი საბრძოლო სტილი ჩემთვის იდეალურია. ოლივეირას პირველ რაუნდში დავანოკაუტებ, რადგან ოქტაგონზე საერთოდ არ გადაადგილდება“.

ცნობისთვის, ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ. „მატადორისა“ და „დუ ბრონქსის“ ჩხუბი 29 ივნისს გაიმართება და UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.

ბუკმეკერების აზრით, „ელ მატადორი“ გამოკვეთილი ფავორიტია და მათ პოზიციას ლეგენდარული მებრძოლი, მაიკლ ბისპინგიც იზიარებს. მისი თქმით, არაა გამორიცხული, თოფურიამ „დუ ბრონქსს“ ყბა მართლა აუფეთქოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არბიტრების დახმარებით - სარდალაშვილი მასპინძელთან დამარცხდა
არბიტრების დახმარებით - სარდალაშვილი მასპინძელთან დამარცხდა