გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 8 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მარტივად მოიგო

კალათბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „პერისტერის“ უმასპინძლა და მარტივად 89:68 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა ამჯერად ბევრი სათამაშო დრო არ მიეცა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 16 წუთი და 46 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 8 ქულას, 1 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „ტენერიფეს“ ჯგუფში 4 ქულა დაუგროვდა და „ჰაპოელთან“ ერთად ლიდერია.

შემდეგ ტურში, ვიდორეტას გუნდი სწორედ „ჰაპოელს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 7 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვე ისევ ძირითადში იყო - უოტფორდის ქულა შეფილდთან
ჩაკვე ისევ ძირითადში იყო - უოტფორდის ქულა შეფილდთან