ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

5 მატჩი ბუონჯორნოს გარეშე - საზონოვის ბრწყინვალე შანსი

საბა საზონოვის მთავარი კონკურენტი ალესანდრო ბუონჯორნო ტრავმირებულია. არსებობდა მოლოდინი, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდებოდა და სამ თვეს გამოტოვებდა, თუმცა ექიმებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს, თერაპიულ კურსს გაივლის და სავარაუდოდ ერთ თვეში მოედანზე დაბრუნდება.

ბუონჯორნოს არყოფნაში „ტორინო’’„სალერნიტანასთან’’, „სასუოლოსთან’’, „ლეჩესთან’’, „ლაციოსთან’’ და „რომასთან'' ითამაშებს. დიდი ალბათობით, ბუონჯორნო „ფიორენტინასთან’’ შეხვედრასაც გამოტოვებს, ეს მატჩი 2 მარტს გაიმართება. როგორც მინიმუმ, ბუონჯორნო შემდეგ ხუთ შეხვედრას გამოტოვებს.

როგორც Corriere Torino წერს, საბა „სალერნიტანასთან'' დიდი ალბათობით სასტარტოში იქნება.

Corriere Torino: „კოფი ჯიჯი მარჯვენა ცენტრალურ მცველად დაბრუნდება, მარცხენა ცენტრალურ მცველად როდრიგესი ითამაშებს, ცენტრში საზონოვი იქნება. კაპიტანი ბუონჯორნო ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც ივან იურიჩი ყოველთვის სასტარტოში ათამაშებს, თუმცა ახლა ბუონჯორნო დისკვალიფიცირებული და ტრავმირებულია. იურიჩი ბუონჯორნოს პოზიციაზე საბა საზონოვს ხედავს’’.

სერია ა-ს მომდევნო ტურში „ტორინო'' „სალერნიტანას'' მიიღებს. დიდი ალბათობით, საზონოვი ამ მატჩს სასტარტოში დაიწყებს (4 თებერვალი, 15:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები