თბილისის დინამო, ზაზა დოლიძე
Aa
Aa

დოლიძე: დინამოს ბაზა დატვირთვას კარგავს, რადგან გარშემო ბევრი კორპუსი აშენდა

თბილისის „დინამოს’’ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ BMGDRIVE-თან ინტერვიუში კლუბის ბაზაზე ისაუბრა. კლუბს ახალი ბაზის აშენება სურს, რადგან მოქმედი ბაზა მის გარშემო აშენებული კორპუსების გამო ფუნქციას კარგავს.

ზაზა დოლიძე: „რატომ გაჩნდა ამის სურვილი? გარშემო ძალიან ბევრი კორპუსი აშენდა და აღარ ატარებს იმ დატვირთვას, რომ ინფორმაციის კუთხით ხელმიუწვდომელი იყოს, სიმყუდროვე იყოს. ასევე, ჩვენი სურვილი იყო, რომ მთავარი გუნდი და დუბლშემადგენლობა ერთად ვარჯიშობდნენ, რომ ბავშვების ინტეგრაცია პირველ გუნდში მარტივი იყოს. ამ თემაზე დიდი ხანია ვმუშაობთ, ნანახი გვაქვს, როგორ ხდება ეს „ანდერლეხტსა’’ და „აიაქსში’’. წარმატებული მაგალითები გვაქვს, ამის გადმოღება და დანერგვა გვსურს. ჯერ მუშაობის პროცესია, გადაწყვეტილი არაფერია’’.

კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ თბილისის „დინამოს'' ბაზის შესახებ „ფორმულასთან'' ისაუბრა. შესაძლოა, ბაზა გაიყიდოს და ბაზის ადგილზე საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდეს. ბაზის გაყიდვის გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ გარშემო საცხოვრებელი კორპუსები შენდება, რაც ბაზას სიმშვიდესა და მყუდროებას უკარგავს.

მასალაში გამოყენებულია თბილისის „დინამოს'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები