იტალიის ნაკრების მწვრთნელად გატუზო ინიშნება
ჯენარო გატუზო იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან ახლოსაა.
როგორც Sky Sport-ი იუწყება, 47 წლის იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტი მომდევნო კვირის დასაწყისში გაფორმდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თავკაცის სამწვრთნელო შტაბში შეიძლება ვიხილოთ ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარძალი, ჯანლუკა ძამბროტა და სიმონე პეროტა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „სკუადრა აძურას“ ლუჩანო სპალეტი წვრთნიდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იტალიის ნაკრებმა პირველი შეხვედრა ნორვეგიასთან გამართა და სტუმრად 0:3 განადგურდა. სპალეტის გაშვება სწორედ ამ თამაშის შემდეგ გადაწყდა.