ფრანკო მასტანტუონო
Aa
Aa

არგენტინელი ტალანტი რეალში | სამეფო კლუბმა მასტანტუონო გაიფორმა

ფრანკო მასტანტუონო კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ მადრიდული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ფეხბურთელი „რეალთან“ 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ჩაბი ალონსოს განკარგულებაში კი 14 აგვისტოდან იქნება.

 

 

17 წლის მასტანტუონო „რივერ პლეიტის“ აკადემიის აღზრდილია, 2024 წელს კი პირველ გუნდში დაწინაურდა. გასული წლის თებერვალში მასტანტუონო გახდა კლუბის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი.

გარდა ამისა, მასტანტუონო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც არგენტინის ეროვნულ გუნდში უთამაშია.

გამოცემა Marca წერს, რომ მადრიდელები „რივერ პლეიტს“ ახალგაზრდა ფეხბურთელის კონტრაქტში მითითებულ გამოსასყიდს - 45 მილიონ ევროს გადაუხდიან, ყველა გადასახადისა და ბონუსის ჩათვლით კი მასტანტუონოს ტრანსფერი „რეალს“ 63 მილიონი ევრო დაუჯდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებასთან ახლოს იყო ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“, რომელიც ფეხბურთელს უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობდა, თუმცა მას შემდეგ რაც მასტანტუონოს დამატების სურვილი „რეალმაც“ გამოთქვა, ახალგაზრდა შემტევმა არჩევანი მადრიდელებზე შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია ზაბარნი პსჟ-ში გადადის | სკირა
ილია ზაბარნი პსჟ-ში გადადის | სკირა