ოსიმენმა მანჩესტერ იუნაიტედთან მოლაპარაკებები განაახლა
ოსიმენმა მანჩესტერ იუნაიტედთან მოლაპარაკებები განაახლა. ამის შესახებ Foot Mercato წერს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 26 წლის ნიგერიელმა „ალ-ჰილალთან“ პირადი კონტრაქტის პირობები ვერ შეათანხმა.
Foot Mercato-ის ინფორმაციით, ოსიმენი საუდის არაბეთში აღარ გადავა და ინგლისურ კლუბთან დიალოგს დაუბრუნდა.
ამ მომენტისთვის იმავე პირობები განიხილება, რაც რამდენიმე კვირის წინ იყო აქტიური: ხელფასის ოდენობა 12 მილიონი ევრო და „ნაპოლისთვის“ 75 მილიონი ევროს გადახდა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორი იჯარით „გალათასარაიაში“ თამაშობს და თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა - მან 41 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა.