საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ჩაკვე, უოტფორდი და სათამაშო სტილი | საბა გოგლიჩიძის ინტერვიუ

საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდის“ ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. ქართველი ფეხბურთელი „კრაზანების“ რიგებში ყოფნით ბედნიერია, გიორგი ჩაკვეტაძის გვერდით თამაშის პერსპექტივით გახარებულია და გეგმავს, გუნდისთვის ყველაფერი გააკეთოს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ჩემს მეგობართან, გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ვარ. როცა საზღვარგარეთ თამაშობ, მნიშვნელოვანია, რომ მეგობრები ახლოს გყავდეს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას ჩვენს კლუბებზე ხშირად ვსაუბრობთ. ჩაკვე უოტფორდზე ყოველთვის დადებით კონტექსტში ლაპარაკობს — ბაზა, სისტემა და ის ფაქტი, რომ პრემიერ ლიგაში გადასასვლელად ვიბრძვით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

უოტფორდი მომწონს. აქ გადმოსვლამდე კრაზანების შესახებ რამდენიმე რამ ვიცოდი და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. უოტფორდის მატჩებს ვუყურებდი, როცა ჩაკვე თამაშობდა. რაც დავინახე, ეს არის სწრაფი ფეხბურთი — შეტევა, მერე დაცვა, ისევ შეტევა, ისევ დაცვა. ბურთი არასდროს ჩერდება, ეს მომწონს.

თუ მზად ხარ, შეგიძლია, სიამოვნება მიიღო. ვფიქრობ, მზად ვარ და იმედი მაქვს, გუნდს დავეხმარები. სამი თვე დიდი დრო არ არის, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავალ. იმედი მაქვს, კარგი შედეგები გვექნება.

არ ვიცი, პირველ მატჩს როდის ჩავატარებ. ამ დღეს მოუთმენლად ველოდები, რადგან მინდა, ახალი გუნდის მაისურით ვიასპარეზო და მაინტერესებს, ინგლისში ფეხბურთს როგორ თამაშობენ. ველოდები სტადიონზე ქომაგებთან შეხვედრას და მაინტერესებს, აქაური გარემო როგორია.“

ცნობისთვის, „უოტფორდის“ დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩარლი დანიელსმა, განაცხადა, რომ გოგლიჩიძე მზადაა და შეუძლია, მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იჩხუბებს | ილიას დაბრუნების თარიღი
წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იჩხუბებს | ილიას დაბრუნების თარიღი