ანანო წიქარიძე
Aa
Aa

წიქარიძის ჰეთ-თრიკი და საგოლე პასი | საქართველომ აზერბაიჯანი გაანადგურა (U17)

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრებმა სფფ-ის დიდი დიღმის ტექნიკურ ცენტრში ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანი 6:0 გაანადგურა. ტატა მატვეევას გაწვრთნილი გუნდიდან ანანო წიქარიძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ასევე, წიქარიძის საგოლე გადაცემით თეკლა ბერიძემ შეაგდო, ელენე ბოლქვაძემ პენალტი გამოიყენა და ერთი გოლი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: თინიკო ჯაიანი (ელენე ბონდარევა 69), ბარბარე მანაგაძე (ანი გოდერიძე 61), ელენე ბოლქვაძე, ნინი ვეკუა, თამარ მარუაშვილი, ნატო გუტიკაშვილი (ანა გრიგალაშვილი 61), ნინიკო ჩხეტიანი, ანი დავითულიანი, ანანო წიქარიძე (კაპიტანი) (ბარბარე ბერუაშვილი), ანასტასია ბუჩუკური (მარიამ ჯოჯუა 61), თეკლა ბერიძე

გოლები: 1:0, 3:0, 6:0 წიქარიძე (20, 45, 50), 2:0 ელენე ბოლქვაძე (პენ 27), 4:0 აიან აბდიევა (ავტოგოლი, 47), 5:0 თეკლა ბერიძე (57)

9 თებერვალს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები აზერბაიჯანთან მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა სფფ-ის დიდი დიღმის ტექნიკურ ცენტრში 13:00 საათზე დაიწყება.

ფოტო/ვიდეო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები