საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

„საქართველოსთან სიფრთხილე გვმართებს“ - საფრანგეთის U21 ნაკრების მცველი

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩის წინ საფრანგეთის 21-წლამდელების მცველმა, კასტელო ლუკებამ UEFA-ს ვებგვერდთან საუბარში ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„პორტუგალიასთან მატჩში გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ დაცვაში სოლიდურად გამოვიყურებოდით. ეს გუნდური მუშაობის შედეგია. ახლა ჩვენი მიზანი დარჩენილი ორი თამაშის მოგებაა.

ვიცით, საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. ამ დროისთვის ისინი ჯგუფში პირველ ადგილზე არიან, ამიტომ ვიცით, რომ სიფრთხილე გვმართებს. თუმცა, საკუთარ თამაშზე ვიქნებით ფოკუსირებულები და თუ ეფექტურად ვიმოქმედეთ, ყველაფერი კარგად იქნება“.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პოლონეთს მოუგო (2:1), საფრანგეთი კი პორტუგალიას დაუზავდა (0:0).

მეორე ტურში ჩვენი გუნდის მეტოქე საფრანგეთი იქნება, პორტუგალია კი პოლონეთს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პოლონეთთან სოლიდური თამაში ჰქონდათ“ | საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების თავკაცი
„პოლონეთთან სოლიდური თამაში ჰქონდათ“ | საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების თავკაცი