რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ინტერესი საუდის არაბეთიდან - ბარსელონა ლევანდოვსკის გაყიდვას გეგმავს

„ბარსელონას“ 35 წლის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონის ბოლოს შესაძლოა კატალონიური კლუბი დატოვოს. ესპანური El Chiringuito TV-სა და Barca Universal-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ პოლონელი ფეხბურთელის გაყიდვას განიხილავს.

რობერტ ლევანდოვსკის ყიდვით საუდის არაბეთიდან რამდენიმე კლუბი ინტერესდება და ასაკის გათვალისწინებით, „ბარსელონა“ მის გასხვისებაზე უარს არ იტყვის. არაბული გუნდები პოლონელის ყიდვას გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ცდილობდნენ, თუმცა, ლევანდოვსკიმ „ბარსელონაში“ დარჩენა არჩია.

ცნობისთვის, 35 წლის შემტევს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში, რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე ცუდად ითამაშა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას აკრიტიკებს
„ყველაზე ცუდად ითამაშა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას აკრიტიკებს